ღიმილით შეჰყურებდა მონატრებულ სილუეტს გოგონა. სახეზე ღიმილი აღბეჭდვოდა დემნასაც, მაგრამ თათულის არ უყურებდა. დროდადრო მის მუხლებზე დაკრეფილ ხელებს ეფერებოდა, მაგრამ მაინც არ უყურებდა. მერე თათულისაც ჩაეძინა. მშვიდად ეძინა, ან რატომ არ უნდა სძინებოდა, ყველაფერი მოგვარდა. თვალები რომ გაახილა, პირველი ტრაფარეტზე გამოსახული ასოები დაინახა.
↧